ROC-ის მსუბუქი წონის 2-გზის მსოფლიოს ჩემპიონმა, თუშმა იცო ბაბულაიძემ სადებიუტო ბრძოლაში ამერიკელი ბრაიან მაკდოუელი დაამარცხა
თუშმა იცო ბაბულაიძემ Bare Knuckle Fighting Championship-ში სადებიუტო ბრძოლა ჩაატარა და ხუთრაუნდიან ბრძოლაში ბრაიან მაკდოუელი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
ქართველმა მებრძოლმა ჯამში ხუთი ნოკდაუნი მიითვალა, ბრძოლას სრულად აკონტროლებდა და დაპირისპირება, ორგანიზაციის ისტორიაში საუკეთესო გამხსნელ ბრძოლად დაასახელეს.

