ახალი ამბებიღია სტუდია

მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლები – კახეთში მცხოვრები პედაგოგების წარმატების ფორმულა

გადაცემაში ვსაუბრობთ კახეთში მცხოვრებ პედაგოგებზე, ვინც საერთაშორისო ჯილდოს მფლობელები გახდნენ.

თელავის N5 და დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლების ორი პედაგოგი, ზეინაბ კაკალაშვილი და ეკა სეფიაშვილი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელები გახდნენ.

პედაგოგებმა საკუთარი ძალისხმევა განათლების მართვის სფეროში უმაღლესი სტანდარტების დანერგვასა და პრაქტიკების გაუმჯობესების მიმართულებით ჩადეს. მთავარი მიზანი კი, განათლების ინოვაციური მიდგომების დანერგვა და პედაგოგების პროფესიონალიზმის ამაღლება.

საქართველოსთან ერთად ინდოეთში გამართულ AKS კონკურსში გაიმარჯვეს მასწავლებლებმა შემდეგი ქვეყნებიდან: იტალია, ირლანდია, ესპანეთი, თურქეთი, მოროკო, პორტუგალია, შრილანკა, არაბეთი, ინდოეთი, ბრაზილია, აზერბაიჯანი, პოლონეთი, სინგაპური.

წელს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსში მონაწილეობა ჯამში 65 ქვეყნიდან 1486 განათლების სფეროს წარმომადგენელმა მიიღო და გაიმარჯვა მხოლოდ 10 ქვეყნის 50-მა მასწავლებელმა.

გადაცემის სტუმარია თელავის N5 საჯარო სკოლის პედაგოგი, ზეინაბ კაკალაშვილი.