სახელმწიფომ ჯარიმებით რეკორდული 218 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო
ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2024 წლის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმების აკრეფით რეკორდული 218 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დაწერილი ჯარიმებიდან 87 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 131 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.
შედარებისთვის, 2023 წლის განმავლობაში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 216 მილიონი ლარი იყო, შესაბამისად ამ მიმართულებით დაწერილი საჯარიმო შემოსავლები წელს 2 მილიონით გაიზარდა

