ახალი ამბები

საგარეჯოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მშენებლობა დასრულდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მშენებლობა დასრულდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების თქმით, ცენტრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. ცენტრი უზრუნველყოფს ისეთ სერვისებს როგორიცაა: ეპიდზედამხედველობა, იმუნიზაცია, პროფილაქტიკური აცრები, მალარიის ელიმინაციის პროგრამა, აცრების ლოჯისტიკა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბაზაზე, ასევე, ფუნქციონირებს პარაზიტოლოგიის ლაბორატორია.

საგარეჯოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, პროექტის ჯამურმა ღირებულებამ -1 185 071,59 ლარი შეადგინა.