თავისუფლება მზია ამაღლობელს, შეუჩერდეს უფლებამოსილება დგებუაძეს-ჟურნალისტების აქცია
“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციები ამ წუთებში თბილისსა და ბათუმში ერთდროულად იმართება.
ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან, თბილისში კი ორთაჭალაში მდებარე შსს-ს შენობასთან მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილები და რეჟიმის კიდევ ერთ ტყვეს, კოლეგას, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ.
შსს-ს შენობის შემდეგ, ჟურნალისტები მსვლელობით გენპროკურატურის შენობასთან გადაინაცვლებენ. თავისუფალი და კრიტიკული მედიების ჟურნალისტები მზია ამაღლობელის გათავისუფლების გარდა ითხოვენ, უფლებამოსილება შეუჩერდეს მის დამკავებელს, ბათუმის პოლიციის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ირაკლი დგებუაძეს, რომელმაც ამაღლობელზე დაკავების შემდეგ ფიზიკური ანგარიშსწორებაც კი სცადა და მას სახეში შეაფურთხა.
რეჟიმის კიდევ ერთმა ინსტანციამ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ კი ჟურნალისტი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.
ფოტო: მედიაჩეკერი

