კახეთში მცხოვრები პედაგოგები საერთაშორისო ჯილდოს მფლობელები გახდნენ
თელავის N5 და დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლების ორი პედაგოგი, ზეინაბ კაკალაშვილი და ეკა სეფიაშვილი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელები გახდნენ.
ინფორმაციას, გვერდო ,,სასკოლო საზოგადოება- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო” ავრცელებს. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ, AKS Education Awards, AKS Worldwide Pvt Ltd-ის პროექტია, რომელიც ყოველწლიურად აჯილდოებს მსოფლიოში საუკეთესო პედაგოგებს.
AKS ორგანიზაცია განათლების მართვის სფეროში უმაღლესი სტანდარტების დანერგვასა და პრაქტიკების გაუმჯობესებას ემსახურება. მისი მთავარი მიზანია განათლების ინოვაციური მიდგომების დანერგვა და პედაგოგების პროფესიონალიზმის ამაღლება.
,,მასწავლებლები საქართველოდან, რომლებიც ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას აღნიშნულ კონკურსში, წელს განსაკუთრებული წარმატებით გამოირჩეოდნენ. 2025 ASK-ის ჯილდო სამმა ქართველმა მასწავლებელმა მოიპოვა: ეკა სეფიაშვილი – დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, კახაბერ ჩაკვეტაძე – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქვიტირის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი, ზეინაბ კაკალაშვილი – თელავის N5 საჯარო სკოლის “მე და საზოგადოება” და “სამოქალაქო განათლების” მასწავლებელი.
საქართველოსთან ერთად ინდოეთში გამართულ AKS კონკურსში გაიმარჯვეს მასწავლებლებმა შემდეგი ქვეყნებიდან: იტალია, ირლანდია, ესპანეთი, თურქეთი, მოროკო, პორტუგალია, შრილანკა, არაბეთი, ინდოეთი, ბრაზილია, აზერბაიჯანი, პოლონეთი, სინგაპური. წელს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსში მონაწილეობა ჯამში 65 ქვეყნიდან 1486 განათლების სფეროს წარმომადგენელმა მიიღო და გაიმარჯვა მხოლოდ 10 ქვეყნის 50-მა მასწავლებელმა”,-აღნიშნულია განცხადებაში.