თელავში მორიგი აქცია 15:00 საათზე გაიმართება
დღეს, თელავის მუნიციპალიტეტში, მერიის წინ, მორიგი აქცია 15:00 საათზე გაიმართება.
უწყვეტი პროევროპული აქცია დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებში გრძელდება. მოქალაქეები 49-ე დღეს კვლავ ორი მთავარი მოთხოვნით, კერძოდ უდანაშაულოდ დაკავებულების გათავისუფლებისა და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით შეიკრიბებიან. ამასთან, დღეს, 15:00-დან 18:00 საათამდე დაგეგმილია საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა.
15:00-18:00 საათი, იფიცება საქართველო!
15 იანვრის პროტესტების განრიგი – საქართველოს ყველა ქალაქი:
თელავი:
15:00 საათი, საპროტესტო აქცია – გაფიცვა!
თბილისი:
19:00 საათი, ვიკრიბებით საზმაუსთან პროპაგანდის წინააღმდეგ!
საზოგადოებრივ მაუწყებელთან:
21:00 საათი, ბესო სოლომანაშვილის საჯარო ლექცია – “ამბავი უცნაური ქვეყნისა, სულ რო აქრობენ და სულ რო იბადება”
რუსთაველზე, ცისფერი გალერეის წინ
ქუთაისი:
19:00 საათი, კი ევროპას, არა რუსეთს!
მერიის წინ
ბათუმი:
18:00 საათი, თეატრალები რეჟიმის წინააღმდეგ!
ბათუმის დრამატული თეატრი
19:00 საათი, უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით – სამშობლოს სამსახურში! პროტესტის 49-ე დღე
საკონსტიტუციო სასამართლოსთან
ზუგდიდი:
17:00 საათი, წინააღმდეგობის 49-ე დღე ზუგდიდში!
სამხარეო ადმინისტრაცია