დაწესებულებები 15 იანვარს, 15:00 საათზე გაფიცვას აცხადებენ
დამსაქმებლები და დასაქმებულები 15 იანვარს, 15:00 საათზე საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას – „იფიცება საქართველო!“ იწყებენ.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. გაფიცვა სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ 15 იანვრის საყოველთაო გაფიცვას უერთდებიან სხვადასხვა კომპანიები, უნივერსიტეტები, კვების ობიექტები თუ სხვა ბიზნესჯგუფები. ბიზნეს-სუბიექტები შესაბამის განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.