ახალი ამბები

მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის სხვა პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ – უილსონი

მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს! უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები – წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე.

11-12 იანვარს “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიებაა დაწყებული სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.