აჭარის მთავრობის სახლთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს
აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეებსა და პოლციას შორის კვლავ დაპირისპირებაა.
სამართალდამცველებმა რამდენიმე მომიტინგე დააკავეს. “კოალიცია ცვლილებისთვის” პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე.
ადგილზე სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზებაა.
ადგილზე თავდაპირველად დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ადგილზე სტიკერის დაკვრას ცდილობდა, რის საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.
ამის შემდეგ პოლიციამ ავტომობილში ჩასვა ელენე ხოშტარია და კიდევ ერთი ოპოზიციონერი გიორგი კირთაძე და ტერიტორიიდან გაიყვანა. “კოალიცია ცვლილებისთვის” პრესსამსახურის ინფორმაციით, ისინი დაკავებულები არიან.