ახალი ამბები

შთაგონებული ვარ მამაცი ქართველებით, რომლებიც პროტესტს აგრძელებენ – ჯო უილსონი

აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენი, “ჰელსინკის კომისიის” თავმჯდომარე ჯო უილსონი კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხის მოწოდების მიმართ, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს.

მან X-ზე დაწერა რომ პროტესტით, რომელიც დრაკონული კანონებისა და დაკავებების მიუხედავად გრძელდება, შთაგონებულია.

“ძალიან შთაგონებული ვარ იმ მამაცი ქართველი ხალხით, რომლებიც დრაკონული კანონებისა და თვითნებური დაპატიმრებების მიუხედავად აგრძელებენ პროტესტს ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ. ამერიკა მხარს უჭერს მათ მოწოდებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ!”,
– დაწერა უილსონმა.