საქართველოს ნაკრებისა და თელაველი სპორტსმენის, სალომე ფროდიაშვილის მორიგი წარმატება
საქართველოს ნაკრები მიქსში სლოვენიის „დიდი პრიზის“ გამარჯვებულია.
თელაველმა სალომე ფროდიაშვილმა და ქუთაისელმა გიორგი მუმლაძემ, ფინალში მოლდოველთა დუეტი- ანა დულჩე და კლიმენტი ურსუ 17:13 დაამარცხეს.
საქართველოს სროლის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, სპორტსმენებმა გამარჯვება 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში მოიპოვეს შერეულ წყვილებში. მათ ასევე მოიგეს საკვალიფიკაციო ეტაპიც – 565 ქულა დააგროვეს და 1-ით გაუსწრეს მოლდოველთა წყვილს.
,,ბრინჯაოსთვის ბრძოლის უფლება კი ხორვატიისა და სერბეთის გუნდებმა მოიპოვეს, გამარჯვება და ბრინჯაო კი სერბეთმა დაისაკუთრა, მათ 17:5 მოიგეს. „დიდ პრიზში“ 11 იანვარს უფროსები ჩაებმებიან – ქალებიც და ვაჟებიც ინდივიდუალურ პირველობაში გამოვლენ. ორივეგან არასრული გუნდით გამოვალთ, 2-2 მონაწილე გვეყოლება, ქალებში თელაველი მარიამ ფროდიაშვილი და თბილისელი მარიამ მარშავა გამოვლენ, ვაჟებში კი თბილისელები – ლევან ქადაგიძე და კაკო მოსულიშვილი,”-აცხადებენ ფედერაციაში.