ახალი ამბები

საქართველოში 1 870 657 ავტომობილია რეგისტრირებული

მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 1 870 657 ერთეული შეადგინა. ამავე მონაცემების მიხედვით, საქართველოში გაცემული მართვის მოწმობა ჯამში უკვე 1 656 259 მოქალაქეს აქვს.

საქსტატის ბოლო მაჩვენებლების მიხედვით კი, ქვეყანაში ყველაზე ბევრი Mercedes-benz-ი, Toyota და Ford-ი მოძრაობს. ამასთან, ავტომობილების 41.2% ბენზინზე მუშაობს, 19.8% დიზელზე, 9.7% ბენზინსა და აირზე ერთდროულად, 8.7% ჰიბრიდია.