8 იანვარს დაგეგმილი აქციების ჩამონათვალი
8 იანვარს, პროტესტის 42-ე დღეს აქციები დაგეგმილია დედაქალაქსა და რეგიონებში.
მოქალაქეები თვეზე მეტია ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ და ახალ არჩევნებს ითხოვენ. გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, აქციებზე უდანაშაულოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაა.
8 იანვრის პროტესტების განრიგი:
თბილისი
19:00, ვიკრიბებით საზმაუსთან პროპაგანდის წინააღმდეგ! – საზოგადოებრივ მაუწყებელთან
19:00-22:00 , ბაზარი ორბელიანი მხარში უდგას მცირე მეწარმეებს! – ვეკუას 3ა
ქუთაისი
19:00, კი ევროპას, არა რუსეთს! – მერიის წინ
ბათუმი
19:00, სამშობლოს სამსახურში! პროტესტის 42-ე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოსთან
ზუგდიდი
17:00, ვაპროტესტებთ რუსულ რეჟიმს! – სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ
თელავი
17:00, საპროტესტო აქცია – მერია