ახალი ამბები

6 იანვარს აქციები თბილისის გარდა, რეგიონებშიც გაიმართება

6 იანვარს საპროტესტო აქციები თბილისის გარდა, რეგიონებშიც გაიმართება. თბილისში დაგეგმილია საშობაო მსვლელობა და ალილო.

კერძოდ, 16:00 საათზე აქცია სახელწოდებით, “არა რუსული, ძალადობრივი რეჟიმის დამფინანსებლებს“ დაგეგმილია „ვისოლ ჯგუფის“ სათავო ოფისთან.

19:00 საათზე კი მოთხოვნით – “დღის ეთერი ხალხს!” აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გაიმართება.

19:00 საათზე დაიწყება აქცია პარლამენტთან.

19:00-დან 22:00 საათამდე კი შეგროვდება და დარიგდება საჩუქრები პარლამენტთან.

20:00 საათზე დაიწყება საშობაო მსვლელობა ქაშვეთისკენ სამების საკათედრო ტაძრიდან, ასევე, ჩუღურეთში, წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიიდან,

საბურთალოზე წმ. კვირიკეს და ივლიტას სამრევლოდან, ვაკის ეკლესიიდან

და მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძრიდან.

21:00 საათზე ფერმერების საშობაო ბაზრობა იგეგმება რუსთაველზე

23:59 საათზე კი, რუსთაველის გამზირზე საყოველთაო ალილო შობის ღამეს! გაიმართება.

თბილისის გარდა პროტესტი ასევე გაიმართება შემდეგ ქალაქებში:

17:00 საათზე, ზუგდიდში აქცია “ვაპროტესტებთ რუსულ რეჟიმს!”

სამხარეო ადმინისტრაციის წინ არის დაგეგმილი

ქუთაისში 19:00 საათზე აქცია “კი ევროპას, არა რუსეთს!” მერიის წინ დაიწყება.

ბათუმში 22:00 საათზე, მოქალაქეები ლოზუნგით “ერთად შევხვდეთ შობას!”საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბებიან.