ელექტროენერგიის საბითუმო ბირჟის ამოქმედება იგეგმება
2024 წლის 1-ლი ივლისიდან ქვეყანაში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა, რაც ითვალისწინებს დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში.
2025 წლის 1-ლი ივლისიდან კი საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედებაა დაგეგმილი.
ცნობისთვის, ბირჟას ფუნქციონირება ჯერ კიდევ 2021 წელს უნდა დაეწყო, მაგრამ გახსნის ვადა 6-ჯერ გადაიდო, საბოლოოდ კი ნაწილობრივად 2024 წლის ივლისიდან გაიხსნა.