ახალი ამბები

შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისების საფასური ძვირდება

შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ ცალკეული სერვისების საფასურის ოდენობა იზრდება.

კერძოდ, ძვირდება სატრანსპორტო საშუალების ექსპორტისა და რეექსპორტის გადასახადი.

უფრო კონკრეტულად, ერთი ავტომობილის ექსპორტისა და რეექსპორტის გადასახადი 150 ლარით გაძვირდება. ცვლილებების ამოქმედება 2025 წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმება.