ტელეკომპანია “ბორჯომმა” მაუწყებლობა დროებით შეაჩერა
ტელეკომპანია “ბორჯომმა” მაუწყებლობა დროებით შეაჩერა.
ამის შესახებ ტელეკომპანია ინფორმაციას facebook-გვერდზე ავრცელებს:
,,ტელეკომპანია „ბორჯომის“ 27-წლიანი არსებობის მანძილზე, 2024 იყო ყველაზე რთული, კრიზისული და მორალური გამოწვევებით სავსე წელი. იძულებული ვართ დღეიდან დროებით შევაჩეროთ მაუწყებლობა.
გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს თითოეულ რესპონდენტს, მაყურებელს, ონლაინ აუდიტორიას, მხარდამჭერებს, მეგობრებს, ყველას ვინც თვალს გვადევნებდა და გვგულშემატკივრობდა.
გემშვიდობებით უკეთესი და ევროპული მომავლის იმედით”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.