მომდევნო არჩევნები 2028 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება – ირაკლი კობახიძე
ყველას მოვუწოდებ, პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ სისტემას, — ამის შესახებ ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოში არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდა, შემდეგი არჩევნებიც ჩატარდება 2028 წლის 28 ოქტომბერს, როგორც ეს არის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული.
“ყველას მოვუწოდებ, პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ სისტემას, ეს იქნებოდა ჯანსაღი, ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ”, — განაცხადა კობახიძემ