ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 27 დეკემბრამდე

23-დან 27 დეკემბრამდე კახეთის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობაა, უმეტესად მზიანი.

სინოპტიკოსის მერაბ სამუნაშვილის განცხადებით, ჰაერის ტემპერატურა ღამით +2, დღისით კი, +8 გრადუსამდე გათბება.

,,დღის ხანგრძლივობა კვლავაც მინიმალურია 9-საათი და 8-წუთი. დღე მატებას დღეიდან დაიწყებს, იმის ხარჯზე, რომ მზე ერთი წუთით გვიან ჩავა. მომავალი ოთხი დღე უნალექოდ ჩაივლის. მართალია შავი ზღვის აკვატორიაში ერთმანეთის მიყოლებით ორი ციკლონი გამოჩნდა, მაგრამ ჩვენ კვლავაც ძლიერი ანტიციკლონის ,,მფარველობის ქვეშ” ვართ და ჯერჯერობით ჩვენ ამინდზე ზეგავლენას ვერ ახდენს.
ორშაბათი, სამშაბათი, ცვალებადი მოღრუბლულობით, უმეტესად მზიანი დღებია ნავარაუდევი და სამი გრადუსით თბილია, ვიდრე დღევანდელი დღე, ჰაერი ღამით +5, დღისით 14-გრადუსამდე გათბება.
-ოდნავ გრილია, +12-გრადუსი და კიდევ უფრო გრილი ხუთშაბათი, ჰაერი ღამით მხოლოდ 3-გრადუსამდე, დღისით კი +11-გრადუსია ნავარაუდევი”.

თელავი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ . სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°, ღამით+2°.

ყვარელი – დროგამოშვებით ღრუბლიან. მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°, ღამით +2°.

საგარეჯო – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი . ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°, ღამით+3°.

სიღნაღი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით +2°.

დედოფლისწყარო – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°, ღამით +4°.

ლაგოდეხი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°, ღამით+3 °.