ფერმერების პროტესტი – სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფაროსანას შესაწამლი საშუალებებით შეწამლეს
ფერმერებმა სახელმწიფო უწყებასთან ახალი არჩევნების დანიშვნა და პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.
“მავნებლებო, არ გეღირსოთ უვნებელი სურსათი“, „ქოცებო, მოგიხხნავთ მინდორ-ველებს“ – ამ და სხვა ლოზუნგებით, მარშის მონაწილეები ახლა პარლამენტისკენ მიემართებიან. ისინი გზის გადაკეტვას არ აპირებენ და პარლამენტამდე მისვლას ტროტუარის საშუალებით გეგმავენ.
ჩვენი ამჟამინდელი მთავრობა არის მავნელები, სარეველა და თანაც დამპალი, პარაზიტი აკლია, რადგან მათ რეალურად ჩვენ ვაფინანსებთ და ჩვენ ხარჯზე ცხოვრობენ. ფერმერების აქ ყოფნა სიმბოლურია, რადგან ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი იმ მცირე საკითხთაგანია, რომელიც გვაწუხებს. მთავარი სათქმელია ახალი არჩევნები და თავისუფლება უკანონოდ დაკავებულებს“, – ამბობს აქციის მონაწილე.
ადგილზე ერთ-ერთ ფერმერს მიტანილი აქვს კაკალი და თაფლი და ამბობს, რომ “ტვინს ძალიან უხდება და იქნებ პარლამენტარებს გამოაგდეთ.“
“ჩავაბამ ჯოხზე, წავიღებ და პარლამენტთან დავუტოვებ, შეუძლიათ აიღონ“, – ამბობს ის.
სოფლის მეურნეობის დარგს სჭირდება ევროპული განვითარება, ეს არის ერთადერთი ნორმალური არჩევანი, რაც შეეძლო გაეკეთებინათ ჩვენს წინაპრებს და გავაკეთოთ დღესაც, არჩევანი არ შეცვლილა, ჩვენ გვჭირდება, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად, გაცილებით დიდი ნაბიჯებით ვიაროთ წინსვლისკენ, ვიდრე აქამდე ვაკეთებდით“, – ამბობს ფერმერი.