ახალი ამბები

ახალი არჩევნების რიცხვი 29 დეკემბრამდე უნდა იყოს შეთანხმებული – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის სასახლეში მიიწვია.

როგორც მან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განმარტა, მზადაა დაჯდეს ივანიშვილთან, რომ ერთად მოიფიქრონ ახალი არჩევნების რიცხვი.

პრეზიდენტის თქმით, ახალი არჩევნების რიცხვი 29 დეკემბრამდე უნდა იყოს შეთანხმებული.

„მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი და მე მზად ვარ დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები. არჩევნების რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29 რიცხვამდე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.