ევროკომისიამ ქართველი დიპლომატების, თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, უვიზო რეჟიმის შეჩერების წინადადება წარადგინა
ევროკომისია ქართველი დიპლომატების, თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წინადადებით გამოდის.
შესაბამისი ოფიციალური განცხადება ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
“დღეს, კომისია წარადგენს შეთავაზებას ევროკავშირ-საქართველოს შეთანხმების შეჩერებაზე, ვიზების გამარტივების შესახებ. თუ საბჭო მიიღებს ამ წინადადებას, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური და სამთავრობო პასპორტები, დასჭირდებათ ვიზა ევროკავშირში 90 დღემდე, ან 180 დღის განმავლობაში ვიზიტისთვის.”– ნათქვამია ინფორმაციაში.