ახალი ამბები

ჰერჩინსკი: EU-საქართველოს ურთიერთობები ყველაზე დაბალ წერტილზეა ვიდრე ოდესმე ყოფილა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკის შეფასებით, EU-საქართველოს ურთიერთობები ყველაზე დაბალ წერტილზეა ვიდრე ოდესმე ყოფილა.

“ყველა განცხადებაში და ყველა დონეზე, ევროკავშირი მუდმივად გმობს ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მედიის გაჩუმებას და მის პროფესიულ მოვალეობებში ხელის შეშლას. გაგებული გექნებათ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის განცხადება, რომ „დემოკრატიები არ თრგუნავენ ოპოზიციის ხმებს და მედიის თავისუფლებას არ ზღუდავენ“.

სწორედ ამიტომ, განვითარებული მოვლენების მიუხედავად, საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ურყევი მხარდაჭერა ჩვენს პრიორიტეტად დარჩება. ასევე ნახეთ, რომ ევროკავშირი შეაჩერებს საქართველოს ხელისუფლებისთვის განკუთვნილ დაფინანსებას. მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ და კიდევ გავზრდით მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ.

,,დღეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ყველაზე დაბალ წერტილზეა ვიდრე ოდესმე ყოფილა, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიერ მიღებული რიგი არადემოკრატიული გადაწყვეტილებების გამო. მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ თქვენი საქმის კეთება და საზოგადოების ინფორმირება.
მინდა გამოვთქვა იმედი, რომ საქართველო დემოკრატიულ ტრაექტორიას დაუბრუნდება და ევროკავშირში გაწევრიანება განახლდება. ვიცი, რომ თითოეული თქვენგანი ამ ტრაექტორიის ერთგულია; თქვენ ეს დაამტკიცეთ თქვენი თავგანწირვითა და ჟურნალისტური პროფესიისადმი თავდადებით. მადლობა ყველას ამისთვის”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.