ახალი ამბები

როგორი ამინდი იქნება კახეთში კვირის ბოლომდე

20-დან 23 დეკემბრამდე კახეთში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობაა, უმეტესად მზიანი.

სინოპტიკოსის მერაბ სამუნაშვილის განცხადებით, ჰაერის ტემპერატურა ღამით +1, დღისით კი, +7 გრადუსამდე გათბება.

,,21 დე­კემ­ბერს, 13:20 საათზე, ზამ­თრის მზე­ბუ­დო­ბა გვე­ლო­დე­ბა. ამა­ვე დღეს მზე თხის რქა­ში გა­და­ვა. მოხ­დე­ბა, “ახა­ლი მზის და­ბა­დე­ბა” – სი­ნათ­ლის გა­მარ­ჯვე­ბა სიბ­ნე­ლე­ზე. ეს არის ყველაზე არააქტიური მზის დრო. გველოდება ყველაზე ხანგრძლივი ღამე და ყველაზე მოკლე დღე. ითვლება რომ სწორედ ამ დღეს დგება ასტრონომიული ზამთარი და მთავრდება ასტრონომიული შემოდგომა.
21 დეკემბერს დღის ხანგრძლივობა მოიცავს 9 საათსა და 8 წუთს. ეს მდგომარეობა სამ დღეს გრძელდება. წარმოსახვითი დამკვირვებლის თვალით, მზემ მიაღწია რა თავის უკიდურესად ჩრდილოეთ წერტილს, ის თითქოს გაჩერდა (დაიბუდა). 24 დეკემბრიდან დღის ხანგრძლივობა მოიმატებს 1 წუთს და დაიწყება ახალი გზა გაზაფხულის ბუნიობისკენ. ამ დღეს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში იწყება ასტრონომიული ზამთარი, 22 დეკემბრიდან 2025 წლის 20 მარტამდე, დღე-ღამტოლობის დღემდე გაგრძელდება”.

მისივე პროგნოზით, 23 დან 26 დეკემბრის ჩათვლით, კახეთში მოსალოდნელია მზიანი და უნალექო ამინდი. ჰაერი ღამით +4-5, დღისით კი, +10-11-გრადუსი იქნება.