ახალი ამბები

თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს უკვე 1000-ზე მეტი კომპანია უერთდება

1 000-ს გადააჭარბა იმ კომპანიების რაოდენობამ, რომლებიც თავისუფალი ბიზნესის პლატფორმაზე – Freebusiness.ge, მხარდაჭერა დააფიქსირეს, 790 თავისუფალი ბიზნესი ვერიფიკაციის პროცესშია.

პლატფორმაზე წარმოდგენილი კომპანიები ეხმაურებიან მიმდინარე მოვლენებს და აცხადებენ, რომ არსებული კრიზისი ქვეყანას ეკონომიკური პრობლემების წინაშე დააყენებს. აღნიშნული ბიზნესები ახალი არჩევნების ჩატარებასა და ახალ წლამდე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

„არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რაც გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების განმავლობაში დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე განთავისუფლება.

ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისმგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას“, – აღნიშნულია თავისუფალი ბიზნესების პლატფორმაზე.

ცნობისთვის, Freebusiness.ge გუშინ, 15 დეკემბერს შეიქმნა და პლატფორმაზე ხელმომწერთა რაოდენობა მზარდია. კომპანიები იხილეთ აქ.