სასამართლო გადაწყვეტილებით საჯარო მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელი იქნება
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში, ახალი რედაქციით, მოხელის სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლების შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს ამ აქტის მოქმედებას.
ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილებით მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში არ მოხდება მოხელის სამსახურში აღდგენა. მიეცემა მხოლოდ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით კომპენსაცია.
იურისტების განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ რეგულაცია ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს 31/07/2015წ. №2/3/630 გადაწყვეტილებას, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ძველი ნორმა, რომელიც აწესებდა იძულებით განაცდურზე 3 თვიან ლიმიტს.

