EU საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზოს შეჩერებას განიხილავს
EU საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზოს შეჩერებას განიხილავს.
ინფორმაციას რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის თანხმობას არ საჭიროებს. თუმცა, არსებობს ერთი გარემოება: ხელისუფლების წარმომადგენლებს დიპლომატიური პასპორტების გარდა აქვთ ბიომეტრიული პასპორტებიც, რომელთათვისაც უვიზო რეჟიმი შენარჩუნებული იქნება. შესაბამისად, იოზვიაკის თქმით, ევროკავშირის მხრიდან ეს ნაბიჯი უფრო სიმბოლური იქნება, ვიდრე პოლიტიკური.
ის, რომ ევროკავშირი განიხილავს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას კონკრეტული კატეგორიის პასპორტების მფლობელებისთვის, ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმაც დაადასტურა.
აღსანიშნავია, რომ დიპლომატიურ პასპორტს საქართველოს მთავრობა ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებზე გასცემს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე 16 დეკემბერს იმსჯელებენ. მომავალი კვირის ბოლოს კი საქართველოს საკითხი ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების დონეზე განიხილება
წყარო: “ნეტგაზეთი”.