თბილისში აქციაზე, იორმღანლოში მცხოვრები ახალგაზრდა დააკავეს
თბილისში მიმდინარე აქციებზე, რომელიც მეშვიდე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, იორმუღანლოს თემში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი ელვინ ქარიმოვი დააკავეს.
ინფორმაციას მისი მეგობარი, სამოქალაქო აქტივისტი თოზუ გულმამედლი ავრცელებს.
,,აქციაზე ვიყავით და მაშინ დააკავეს ელვინი როცა დარბევა დაიწყო. ჯერ ვეძებდით, ვურეკავდით და არ პასუხობდა ზარებს. შემდეგ კი ტელევიზიის კადრებიდან ამოვიცანით და მივხვდით რომ დაკავებულია. ადვოკატის თქმით ელვინი არის ნაცემი. სავარაუდოდ დღეს გაიმართება მის საქმეზე სასამართლო სხდომა”,- განუცხადა knews.ge-ს თოზუ გულმამედლიმ.
ელვინის დაკავების კადრები: