ახალი ამბები

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ 19 პირს

ჩვენ ვერ დავკარგავთ ამ რეგიონში ვერავის – ვერც საქართველოს, ვერც მოლდოვას და ვერც უკრაინას, ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ მოსკოვის წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინამ სანქციები დაუწესა ივანიშვილსა და მასთან დაკავშირებულ 19 პირს, “რომლებიც ყიდიან საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესებს“.

მისი თქმით, ახლახან მოაწერა ხელი ბრძანებულებას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ.

„ეს სანქციები მიმართულია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების იმ სეგმენტის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანას პუტინს გადასცემს. სწორედ ამაზეა საუბარი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე. ჩვენ მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას და მთელ მსოფლიოს იგივე გააკეთონ – იმოქმედონ გადამწყვეტად და პრინციპულად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.