ახალი ამბები

აშშ-ს საელჩო – „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და დაკარგა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ აშშ-ს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში პოსტით და „ქარდით“ ეხმაურება.

„ნუ აბრალებთ სხვებს“ – წერს საელჩო.

აშშ-ის დიპლომატიური უწყება ასევე აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.

„ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

#ყველაფერიგასაგებია“, – აღნიშნავს საელჩო.