ახალი ამბები

საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საზოგადოებრივი მაუწყებელთან მოქალაქეები აქციას მართავენ. ისინი პირდაპირი ეთერის დათმობას და ტელევიზიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას ითხოვენ.

მოქალაქეები იმყოფებიან, როგორც უშუალოდ შენობასთან, ისე საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც გადაკეტილია გზა.

„ეს არის ჩვენი ჩვენი მწვავე, მაგრამ ლეგიტიმური უფლება. ჩვენი რაოდენობა იმხელაა, რომ ამ გზის გადაკეტვა არის ლეგიტიმური. მოთხოვნები არ იცვლება, უნდა გადაგეს ყველა ის ადამიანი, ვინც, 12 წელია სიცრუეს ტირაჟირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიიდან“ ,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ცირა ელისაშვილმა.