ახალი ამბები

პარლამენტის წინ, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლი გამოიყენეს

პარლამენტის წინ, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მისამართით, წყლის ჭავლი გამოიყენეს.

პოლიციის ამ ქმედებას აქციის მონაწილეები შეძახილებით შეხვდნენ. ისინი სკანდირებენ “საქართველო, საქართველო”.

პარალელურად, აქციის მონაწილეები სამართალმდაცველების მისამართით, პიროტექნიკის გამოყენებას აგრძელებენ.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეები აპროტესტებენ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველო 2028 წლამდე, ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებების საკითხს აჩერებს.