ახალი ამბები

დღეს დუმილი დანაშაულია – გურჯაანში მშვიდობიანი მარში გაიმართება

დღეს, 18:00 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მშვიდობიანი მარში იგეგმება.

როგორც მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერენ, აქცია დაიწყება მსვლელობით.

,,საქართველოს ნათელი მომავლისთვის მებრძოლ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენ შვილებს, წარმოუდგენელი სისასტიკით უსწორდება ეგრეთ წოდებული საქართველოს მთავრობა. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ახლა ამ უსამართლობაზე ხმის ამაღლება. დედები და შვილები მშვიდად ვერ ვუყურებთ შორიდან ძალადობის ამ ფორმას”.

მოქალაქეების მშვიდობიანი მსვლელობა, 18:00 საათზე, ,,პაპას ბაღის” მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება.