ახალი ამბები

ავტომაგისტრალები, რომლის აშენებაც კახეთის მიმართულებით იგეგმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, კახეთში ავტომაგისტრალების მშენებლობა გაგრძელდება.

,,თბილისიდან საგარეჯოს მონაკვეთი უკვე არის აშენებული, ბადიაურამდე გაგრძელდება ამ მონაკვეთის მშენებლობა და დასრულდება მომდევნო წლისთვის და ამის შემდეგ გაგრძელდება ჩალაუბნამდე მაგისტრალის მშენებლობა. აშენდება ასევე გურჯაანი-თელავის მაგისტრალი, ლაგოდეხის შემოვლითი გზა”.