ავტომობილების რეცხვა გაძვირდა
საქსტატის მონაცემების მიხედვით, გასული წლის ამავე თვესთან შედარებით, ავტომობილებთან დაკავშირებული მომსახურებების დიდი ნაწილი გაძვირდა, ნაწილი კი გაიაფდა.
ყველაზე მეტად გაძვირებულია ავტომობილების რეცხვა. საქსტატის მონაცემების თანახმად, ფასები 16.8%-ით არის გაზრდილი.
ამავდროულად, 6.7%-ით არის გაზრდილი ზეთისა და ფილტრების შეცვლის ფასი. ავტომობილების შეკეთების მომსახურება კი 3.8%-ით გაძვირდა. აკუმულატორის ფასები გაიზარდა 5.4%-ით, საბურავების ღირებულება კი 5.3%-ითაა შემცირებული. ამასთანავე, წლიურად გაიაფდა სათადარიგო ნაწილები, ამ შემთხვევაში ფასის ცვლილებამ 2.6% შეადგინა.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, გაზრდილია როგორც ახალი, ასევე მეორეული ავტომობილების ფასებიც. ახლის შემთხვევაში ღირებულება 1.5%-ით გაიზარდა, მეორეულის კი, 2.7%-ით.