ახალი ამბები

მედიაომბუდსმენი – მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეაჩეროს მედიასა და აქციის მონაწილეებზე ძალადობა

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეაჩეროს მედიასა და აქციის მონაწილეებზე ძალადობა, – ამის შესახებ განცხადებას მედიაომბუდსმენი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჟურნალისტების და ოპერატორების დევნის და დაკავების შეტყობინებებით მედიაომბუდსმენმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურს მიმართა.

„დღეს, 19 ნოემბერს სპეცდანიშნულების წევრები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ OC Media-ს ჟურნალისტს მარიამ ნიკურაძეს. სამართალდამცველები გადაღების შესაძლებლობას არ აძლევდნენ „ნეტგაზეთის“ კორესპონდენტს გივი ავალიანს. ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების პროცესში დააკავეს „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე. სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „პუბლიკას“ ჟურნალისტს მინდია გაბაძეს. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეაჩეროს მედიასა და აქციის მონაწილეებზე ძალადობა. მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.