ევროკავშირის საბჭო – ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.
საბჭოს განმარტებით, საქართველოს საკითხი საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგშია.
„ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა, სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.