წმინდა მარინეს სასახლის კარის ეკლესია სოფელ ვაჩნაძიანში
სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია განეკუთვნება მე-IX საუკუნეს.
ისტორიკოს თამაზ მარკოზაშვილის თქმით, არქიტექტურული ძეგლი გეგმით სამნავიანი ბაზილიკა ყოფილა, რომლისგანაც შემორჩენილია სრულად, ბაზილიკის მთავარი (შუა) ეკლესია. გვერდითი ეკლესიებისგან, მხოლოდ ფრაგმენტებია დარჩენილი.
,,ეკლესიიდან დაახლოებით 20 მეტრის დაშორებით დგას გრანდიოზული პალატები (სასახლე) რომელიც წმინდა მარინეს ეკლესიის თანადროულია. წმინდა მარინეს ეკლესია მიჩნეულია სასახლის კარის ეკლესიად. ეკლესიის ინტერიერში შემორჩენილია თავად გიორგი ჯანდიერის საფლავის ქვა”.