ახალი ამბები

მახარობლიშვილების უძველესი სასახლე სოფელ ველისციხეში

სოფელ ველისციხეში შემორჩენილია მახარობლიშვილების სასახლე.
ისტორიკოს თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, შენობა განეკუთვნება მე-XIX საუკუნეს და აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.
,,სახლი ნაშენია აგურით, კირის ხსნარზე. მახარობლიშვილები ყოფილან, ცნობილი ღვინით მოვაჭრენი და ღვინო გაჰქონდათ როგორც კახეთის მხარეში, ასევე დედაქალაქში. საბჭოთა ხელისუფლების წლებში, მახარობლიშვილებს ჩამოართვეს სასახლე და აქ ფუნქციონირებდა სხვადასხვა უწყებები.
შენობის ქვედა სართულზე შემორჩენილია ძველებური მარანი ბუხრით და სხვადასხვა სამეურნეო სათავსები. ზედა სართული არის საყოფაცხოვრებო და რამოდენიმე ოთახისგან შედგება. ერთ-ერთ ოთახში შემორჩენილია მახარობლიშვილების ბუხარი, ლამაზი ფილებით მოპირკეთებული, რომელიც გამოიყენებოდა ზედა სართულის ოთახების გასათბობად”.

მისივე თქმით, სახლი ამჟამად კერძო მფლობელობაშია.

ხის კარი, შენობაში, შემორჩენილია პირვანდელი სახით