ახალი ამბები

ხვალ პროევროპული ოპოზიცია მსვლელობას მართავს

ხვალ, 9 ნოემბერს, პროევროპული ოპოზიცია საპროტესტო აქციას გამართავს.

“კოალიცია ცვლილებისთვის” ინფორმაციით, შეკრება ორ ლოკაციაზე, 15 საათიდან დაიწყება:

“9 ნოემბერს, 15:00-ზე, ვიკრიბებით ორ ლოკაციაზე, საიდანაც მსვლელობით დავიძრებით თბილისის ქუჩებში. “კოალიცია ცვლილებისთვის” ვიკრიბებით მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ასევე, იქნება მეორე ლოკაციაც მეტროსადგურ მარჯანიშვილთან. შემოგვიერთდით!” ნათქვამია ინფორმაციაში.