ახალი ამბები

იანვარ-სექტემბერში საქართველოში 4 107 ავარია მოხდა და 301 ადამიანი ემსხვერპლა

მიმდინარე წელს საქართველოში 4 107 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა.

2024 წლის 9 თვეში ავარიებს 301 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 5 404. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით საქსტატი ავრცელებს.

2024 წლის I-III კვარტალში მომხდარ 4 107 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას შორის 108 სიმთვრალით იყო გამოწვეული.