კენჭისყრის დღიდან ამ დრომდე „სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო ადმინისტრაციაში წარადგინა 302 საჩივარი
კენჭისყრის დღიდან ამ დრომდე „სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო ადმინისტრაციაში წარადგინა 302 საჩივარი- ინფორმაციას სადამკვირვებლო ორგანიზაცია ავრცელებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ ასევე საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში წარადგინეს 14 სარჩელი.
,,სასარჩელო მოთხოვნები ძირითადად უკავშირდებოდა: საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას; შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას და შედეგების ხელახალ დათვლას; დამრღვევი კომისიის წევრებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამ ეტაპისთვის, განხილული 12 სარჩელიდან მხოლოდ 1 სარჩელი დაკმაყოფილდა”,- აცხადებენ ორგანიზაციაში.