ახალი ამბები

6 ნოემბრიდან გამოიდარებს, ნალექი შეწყდება და ქარიც ჩადგება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება, ქარიც ჩადგება.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღამისა და დილის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება, ხოლო დღის საათებში ტემპერატურა შედარებით მოიმატებს: დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +10, +15 გრადუსამდე.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა 0, -2 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ომალო): უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა -12, -17 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.