სალომეს ისტორია
თელავში მცხოვრები სალომე აზიკური, 16 წლის იყო, როცა მამის მეგობარი, ოჯახის ახლობელი მამაკაცის მხრიდან გახდა ძალადობის და სექსუალური შევიწყოების მსხვერპლი. შემდეგ კი გავრცელებული სტერეოტიპების გამო, საზოგადოების უარყოფითმა დამოკიდებულებამ რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. მიუხედავად ამისა, მან შეძლო, რომ ფეხზე დამდგარიყო, ესწავლა მეტი და საკუთარი საქმე წამოეწყო, რომელიც წარმატებული გამოდგა.