ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

Podcast- რა არის ოჯახში ძალადობა

ვსაუბრობთ ოჯახში ძალადობის საკითხებზე ფსიქოლოგ ნათია მექვაბაურთან. განვიხილავთ საკითხებს როგორიც არის: რა არის ოჯახში ძალადობა, ძალადობის რა ფორმები არსებობს და როგორ ვლინდება ის. როგორია ძალადობის ყველაზე გავრცელებული ნიშნები, ვინ ითვლება ოჯახში ძალადობის მსხვერპლად და მოძალადედ.

ვის აქვს შესაბამისი ორგანოებისთვის ოჯახში ძალადობის ფაქტის შეტყობინების უფლება. ოჯახში ძალადობის ფაქტები მოქმედებს თუ არა საზოგადოებაზე, რა ტიპის გავლენას ახდენს ის. ასევე, რა უწყობს ხელს ოჯახში ძალადობის გავრცელებას, რა ნაბიჯები უნდა გადადგან, რა უნდა მოიმოქმედონ, ვის უნდა მიმართონ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებმა და რა როლის შესრულება შეუძლია ფსიქოლოგს. ასევე, რჩევა ფსიქოლოგისგან მათ, ვინც ჯერ კიდევ ვერ ბედავს ხმის ამოღებას.

რამდენად მნიშვნელოვანია მსხვერპლისთვის გასაგებ ენაზე საუბარი, მისი ცნობიერების ამაღლება და ვინ უნდა მოახდინოს მათი ინფორმირება. და ბოლოს, რა გავლენას მოახდენს ის ფაქტი თუ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედების შედეგად დაიხურება ის სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც არიან სერვისის მიმწოდებლები საზოგადოების იმ ნაწილისთვის ვისაც დახმარება სჭირდება.