ბარიერგადალახულ 5 პარტიას შორის, ე.წ. ნამდვილი ხმებით 148 მანდატი განაწილდა, 2 გადაუნაწილებელი მანდატი კი საუკეთესო შედეგის მქონე „ქართულმა ოცნებამ“ და გვარამია-მელიას კოალიციამ გაიყო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ყველა საარჩევნო ოლქისა და უბნის შედეგების მიხედვით, XI მოწვევის პარლამენტში “ქართული ოცნება“ 89 წევრით შედის. მეორე ადგილას გასული პოლიტიკური გაერთიანება არის “კოალიცია ცვლილებისთვის“ – ხმების 11.034%-თა და 19 საპარლამენტო მანდატით.
5%-იანი ბარიერი ხუთმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. მათ შორის სადეპუტატო მანდატები ასე ნაწილდება:
(#41) “ქართული ოცნება“ – 89 მანდატი (1 120 140 ხმა, 53.936%)
(#4) კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა – 19 მანდატი (229 161 ხმა; 11.034 %)
(#5) “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ – 16 მანდატი (211 120 ხმა; 10.166%)
(#9) “ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 14 მანდატი
(182 949 ხმა; 8.809%)
(#25) “გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი (161 336 ხმა; 7.769%)
ე.წ. ნამდვილი ხმების მიხედვით, 148 მანდატი განაწილდა, 2 გადაუნაწილებელი მანდატი კი საუკეთესო შედეგის მქონე „ქართულმა ოცნებამ“ და კოალიციამ „ცვლილებისთვის“ გაიყო.
3 111 საარჩევნო უბნიდან 3 110 უბანი დათვლილია. გაუქმდა მარნეულის საარჩევნო ოლქის ფარგლებში არსებული ერთი საარჩევნო უბანი.