ახალი ამბები

გაერთიანებული სამეფო ეუთო/ ODIHR-ის ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, დაშინებას და იძულებას

საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და ეუთო/ ODIHR-ის წინასწარ დასკვნას განცხადებით ეხმაურება გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საქმეთა მინისტრი სტივენ დოუტი:

“გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ეუთოს/ოდირის წინასწარ დასკვნებს საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც დიდმა ბრიტანეთმა 50 მოკლევადიანი დამკვირვებლით მიიღო მონაწილეობა.

ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, ძალზე პოლარიზებულ გარემოს, ასევე ფართოდ გავრცელებულ დაშინებას და ამომრჩეველთა იძულებას. საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონის სამოქალაქო საზოგადოებაზე ზემოქმედებასთან ერთად, ეს ყველაფერი არ ასახავს ღია, დემოკრატიული საზოგადოების ქმედებებს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა და შეცვალოს დემოკრატიიდან გადახვევის კურსი. ჩვენ ამას ყურადღებით დავაკვირდებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და მზად ვართ მხარდაჭერისთვის” -ნათქვამია სტივენ დოუტის განცხადებაში.