ყარაჯალის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ბიულეტენებს ფოტოებს უღებენ
კიდევ ერთი დარღვევა დაფიქსირდა სოფელ ყარაჯალის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, რომლის გამოც საჩივარი უკვე დაიწერა.
საუბარია საარჩევნო კაბინაში ფოტოების გადაღებაზე – ამომრჩევლები, რომლებიც საკუთარ არჩევანს აფიქსირებდნენ, ბიულეტენს ფოტოს უღებდნენ.
ასეთი 4 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც, დამკვირვებლები იძულებულები გახდნენ საჩივარი დაეწერათ.
შეიტანა ბატონმა ტელეფონი, გააფერადა ბიულეტენი და გადაუღო სურათი, რომ აჩვენოს იმას, ვინც ფული მისცა, ან ვისგანაც დავალებული აქვს. ეს იყო მეოთხე შემთხვევა. წინა სამს საშუალება არ მივეცი, ამან მაინც გადაიღო, ამბობს დამკვირვებელი.