საეჭვო პირების მობილიზება საარჩევნო უბანზე ყარაჯალაში – ისინი პროცესს შავი ჯიპებიდან აკვირდებიან
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში საარჩევნო უბანს მანქანებით მობილიზებული ადამიანები აკვირდებიან. ჟურნალისტების კითხვაზე რისთვის არიან უბანზე, ისინი ამტკიცებენ, რომ ხმის მისაცემად არიან მოსულები, თუმცა, 1 საათზე მეტია მანქანიდან უყურებენ საარცევნო პროცესს.
“ჩემი სოფელია და რას ჰქვია, რატომ ვარ. უნდა ჩავიდე ახლა და ხმა მივცე“ – უთხრა ერთ-ერთმა მათგანმა „პირველების“ ჟურნალისტს.
კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც უბანი დაგვიანებით გახსნა, მედიას მუშაობის საშუალებას არ აძლევდა. ის ამტკიცებდა, რომ მათი მუშაობით კომისიას ხელი ეშლება.
ფოტო არქივიდან.